geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია საავტორო ზღაპრები და მათი ფოლკლორული წყაროები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ფოლკლორისტიკის კათედრა, დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის კათედრა, ფრანკოფონული საუნივერისტეტო სააგენტოს AUF -ის მხარდაჭერით, 2025 წლის 22-23 დეკემბერს  გამართავენ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას  -  „საავტორო ზღაპრები და მათი ფოლკლორული წყაროები“, რომელიც, ასევე,  მოიცავს  პერფორმანსს.

კონფერენცია გაიხსნება 22 დეკემბერს, 11 საათზე,  თსუ V კორპუსის  309 -ე აუდიტორიაში.

 

დამატებითი ინფორმაცია იხ. პროგრამაში.

თარიღი: 22/12/2025